მოსამართლე შვანგირაძემ ნიკა მელია პატიმრობაში გაუშვა
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ამის შემდეგ საქმე არსებით განხილვაზე გადადის.
როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.
შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.
ცნობისთვის, შვანგირაძემ ოპოზიციონერი ლიდერის სხდომიდან გაძევების შემდეგ ჯერ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, შემდეგ კი პროცესი დახურა. სხდომას მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მანამდე სხდდომაზე განმარტება გააკეთეს ადვოკატებმა და თქვეს, რომ მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ შეეზღუდა.
„მას სახელმწიფომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ მოუსპო, იმიტომ, რომ ის უკანონოდ დააკავეს. ვინ უშლიდა ნიკა მელიას, რომ 23:30 საათზე გადაეხადა თანხა?“ - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ბრალდების მხარის განცხადებით კი, ნიკა მელიამ უგულებელყო კანონიერი მოთხოვნა, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია, რომ „ის აპირებდა გირაოს გადახდას“, უსაფუძვლოა.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.