გომელაურის “წასვლა“ ისე, რომ თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, როგორი დაპირისპირებაა „გუნდში“ -ზურაბიშვილი

30.05.25 16:12
გომელაურის “წასვლა“ ისე, რომ თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, როგორი დაპირისპირებაა „გუნდში“ -ზურაბიშვილი

გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი ჟურნალისტ მზია ამღლობელის პროცეს ეხმიანება და წერს, რომ “ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას“.

მისივე თქმით, “ის, რომ დღეს მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, დამთხვევა არაა, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას.“

ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა.

საკუთარი ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ!

შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!

გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება… გარდა ერთისა!

მგონი, დროა, პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე!

პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქეს ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს.

მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ: „ვემსახურები საქართველოს“, -წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები