ბიულეტენების სისტემური დაზიანება - ცესკო ასეთ ბიულეტენებს გააბათილებს
გლდანის 45-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ბიულეტენები, რომელზეც ოლქის დასახელება მოხეულია, გაბათილდება.
მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ასეთი რამდენიმე ფაქტი დასახელდა და ოქმიც შედგა.
ცესკო-ში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბიულეტინები, რომელზეც იკითხება საოლქო და საარჩევნო ნომრები, ბათილად არ ჩაითვლება.