სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა
რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს.
სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილათ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო გამოთქმული შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს საჭიროება რეგიონში კეთილდღეობის, პროგრესისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.