ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით-ნიკა გვარამია სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე

30.05.25 17:31
ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით-ნიკა გვარამია სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე

რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ დაკავებები, კონკრეტულად კი ნიკა მელიას დაკავება იყო.

გვარამიას თქმით, მათი მხრიდან  ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით.

საუბარი იყო იმაზე, რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის აშშ, ასევე საუბარი იყო იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია მათთვისაც ჰყავდეს ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა, ჩვენი მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ხიდი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

მეორე თემა, თავისთავად იყო დაკავებები, განსაკუთრებით, ნიკა მელიას დაკავება. შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით.

ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოსი, როგორც ამ რეგიონში მთავარი სტრატეგიული ქვეყნის,- განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები