გატაცებიდან რუსთავის ციხემდე - ნიკა მელია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

30.05.25 20:07
გატაცებიდან რუსთავის ციხემდე - ნიკა მელია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

პროტესტის უკიდურეს ფორმას ნიკა მელიამ პროცესზე მას შემდეგ მიმართა, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსამართლემ მისი გატაცების ამბავს ყურადღება არ მიაქცია. ოპოზიციონერმა ლიდერმა მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. მელიამ დღეს რამდენჯერმე ილაპარაკა მის გატაცებაზე, მანქანიდან კამერების მოგლეჯვაზე და დაკავების ძალადობრივ ფორმებზე, თუმცა მოსამართლემ არცერთხელ მძიმე დანაშაულზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა. 

გაძევებამდე ნიკა მელიამ მოასწრა დეტალურად აღეწერა, როგორ გაიტაცეს ლისის ტბის ასახვევიდან, პოდკასტის სტუდიაში მიმავალ "ახალის" ლიდერს ჩასაფრება კრიმინალურმა და საპატრულო პოლიციამ მოუწყო. ეს იყო ახალი მინისტრის პირველი სპეცოპერაცია. ჯერ ოპოზიცის ლიდერის მანქანა პატრულმა გააჩერა, შემდეგ კი ადგილზე 100 მეტი პოლიცია გაჩნდა.   

ნიკა მელია ძალადობრივი დაკავების შემდეგ მიკროავტობუსში მოათავსეს, სადაც უღებდნენ ვიდეომასალას და ტელეფონით აგზავნიდნენ.

"პირველებმა" დღეს იმ პოლიცელებს მიაგნო, ვინც ღამით მელიას გატაცების და დაკავების სპეცოპერაციაში მოანაწილებდა. ვისთვის იღებდნენ მელიას კადრებს, უგზავნიდნენ თუ არა რეჟიმის ახალ შეფს? - დღეს ამ კითხვებმა პოლიციელები წყობიდან გამოიყვანა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები