ერთი პატიმრის გამო მობილიზებული სპეცრაზმი - რა ხდებოდა დღეს თბილისის სამმართველოსთან

30.05.25 20:10
ერთი პატიმრის გამო მობილიზებული სპეცრაზმი - რა ხდებოდა დღეს თბილისის სამმართველოსთან

რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებისრულ მზადყოფნაში ერთი პატიმრის გამო მოიყვანა. განსაკუთრბულ დავალებათა დეპარტამენტის ათობით ავტობუსი და ნიღბიანი სპეცრაზმელები თბილისის პოლიციის სამმართველოს ეზოში ყვნენ მობილიზებულები. ნიკა მელიას გამო სპეცრაზმმა მთელი შენობა ალყაში მოაქცია. 

სპეცრაზმის ალყაში იყვნენ მოქცეულები სამმართველოს თანამშრონლებიც, რომლებიც გაოგნებას ვერ მალავდნენ. ამბობდნენ, რომ დილას საგუშაგოზე მოსულებს ეს ვითარება დახვდათ, რა ხდებოდა ვერ ხსნიდნენ.

ბრძანების მოლოდინში იყვნენ თავად სპეცრაზმელებიც, თუმცა კითხვაზე ვის იცავდნენან, ვის დასარბევად განოიყვანა ისინი მინისტრმა, პასუხს ვერ გვცემდნენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები