კრიზისის დაძლევის გეგმა - "წინააღმდეგობის პლატფორმა" ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს მიმართავს

30.05.25 20:54
კრიზისის დაძლევის გეგმა - "წინააღმდეგობის პლატფორმა" ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს მიმართავს

საქართველოს დახმარების 6 პუნქტიანი გეგმა საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთიის ლიდერების ხელშია. ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სასანქციო პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა - ეს არის ის წინაპირობები, რომელიც ისტორიაში ყველაზე გრძელ პოლიტიკურ კრიზისს დემოკრატიული გზით დაძლევს. წერილს ხელს სალომე ზურაბშვილი და წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი პოლტიკური პარტიები აწერენ.

წერილი ემანუელ მაკრონის, კანცლეიი მერცის და პოლონეთის ლიდერის დონალდ ტუსკის სახელზე გაიგზავნა. აქ პირდაპირ წერია, რომ მიზნობრივმა სანქციებმა რეჟიმის ჩამოშალა, ივანშვილმა მისთვის ყველაზე სანდო ხალხი თანამდებობებს სწორედ სანქცირების შემდეგ ჩამოაშორა. სანქციები მუშაობს, ამიტომ ოპოზიცია, ხალხის სახელით, პარტნიორებს სთხოვს, რომ სანქციები ივანიშვილის გარემოცვაზე გაამკაცროს. 

როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე და როგორ უნდა აიძულონ რეჟიმს სინდისის პატირების გათავისუფლება? ოპოზიცია გამოსავალს უწყვეტ წიანაღმდეგობასა და საგარეო ზეწოლაში ხედავს. ახალ არჩევნებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვავაში ექნება, თუ შეიცვლება თამაშის წესები და ცესკო მხოლოდ ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ არ იქნება. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები