"ოცნების" რეჟიმით კრემლი კმაყოფილია - მოსკოვი დიპურთიერთობების აღდგენაზე ალაპარაკდა
რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ალაპარაკდა. გრიგორი კარასინი "ქართული ოცნების" მუშაობით აღფრთოვანებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის იმდენად კარგად ესმით, რომ მოხარული იქნება, თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება.
პუტინის სანდო კაცის ეს განცხადება დროში საეჭვოდ ემთხვევა ირაკლი კობახიძის ანტიევროპულ განცხადებებს, რომელიც ორბანის კონფერენციაზე გააკეთდა, ბიძინა ივანიშვილის უარს ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე და ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქის მიერ რუსეთის საწინააღმდეგო პერფორმანსის დაგმობას.
ასე ემიჯნებოდა ქართული ოცნება კრემლის გზავნილებს, რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ფრენები აღდგა. ამ მაგალითიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ახლაც მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება ნიადაგის მოსინჯვას და საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურებოდეს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.