შორს აშშ-გან და ახლოს ირანთან - აკეთებს თუ არა "ოცნება" არჩევანს ავტორიტარულ ქვეყნებზე
აკეთებს თუ არა "ოცნების" რეჟიმი საბოლოო არჩევანს ავტორიტარულ ქვეყნებზე? ამას ყველაზე უკეთ ოლიგარქის პარტიის ნაბიჯები და რიცხვები აჩვენებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეაგროვა მონაცემები, სადაც ჩანს, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან სავაჭრო ბრუნვა ირანთან გასამმაგებულია და 2024 წელს ვაჭრობის რეკორდიც მოიხსნა.
322 მლნ დოლარის ბრუნვა რეკორდულად მაღალია ირანისთვის. იგივე ხდება ტურიზმში. პანდემიის შემდეგ 2025 წელს ყველაზე მეტი 146 ათასი ტურისტი შემოვიდა ირანიდან. ბოლო 10 წელში კი საქართველოში 10 ათასამდე ირანელი ემიგრანტი ჩამოვიდა საცხოვრებლად.
ეკონომისტებს სწორედ ეს რიცხვები არწმუნებს, რომ "ქართული ოცნება" ავტორიტარულ რეჟიმებს დასავლური სამყაროს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალტერნატივად განიხილავს. მაშინ, როცა ოლიგარქი ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, ურთიერთობას აძლიერებს ირანთან, ჩინეთთან. ამის დასტური იყო კობახიძის ორი ვიზიტიც ირანში. ჯერ ირანის დაღუპული პრეზიდენტის დაკრძალვაზე, შემდეგ კი ახლის ინაუგურაციაზე, სადაც კობახიძე ტერორისტ ლიდერებს ედგა გვერდით და ისმენდა შეძახილებს „სიკვდილი ამერიკას!“
საქართველოში მუდმივად იზრდება ირანული ბიზნესის წილიც. 2013 წლიდან ქვეყანაში 9 300 კომპანია დარეესგისტრირდა, როცა 2013 წლამდე ირანული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ ნაკლები იყო.
რატომ აძლიერებს "ოცნება" ირანთან კავშირებს? ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს რუსული წესებით თამაშის ნაწილი და ოლიგარქის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა ეკონომიკაში.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.