ტურიზმი ჩამოშლის ზღვარზე - ევროპელი ტურისტები საქართველოში შესაძლოა, აღარ ჩამოვიდნენ
პოლონეთის შემდეგ ახლა უკვე საფრანგეთის საელჩო აფრთხილებს საქართველოში წამსვლელ მოქალაქეებს, რომ გამგზავრებამდე კარგად დაფიქრდნენ, არის თუ არა ეს უსაფრთხო მათთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თბილისსში გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიცია მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდება, აპატიმრებენ ან კოლოსალური ჯარიმების გადახდას სთხოვენ. ახლა ჩნდება კითხვა, ,,ქართული ოცნების’’ დამაშინებელი პოლიტიკის შემდეგ გარისკავენ თუ არა ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წერენ, რომ შესაძლოა, საფრთხე შეექმნას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას, თუმცა პრობლემა მხოლოდ ევროპელებს არ ექმნებათ. ამ ფაქტზე შეშფოთება გამოთქვეს „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების’’ წევრებმაც, რადგან ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში არ შემოუშვეს.
ევროპელი ტურისტი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდ თანხებს სწორედ ისინი ხარჯავენ. იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი ტურისტი ქვეყანაში აღარ შემოვა, ბიზნესიც განადგურდება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.