ამერიკელი სენატორის ვიზიტი თბილისში - რა გზავნილები გადასცა "ოცნებას"
ამერიკელმა სენატორმა მთავრობის ადმნისტრაციის შენობა თითქმის საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ დატოვა. თბილისში ერევნიდან რამდენიმე საათით ჩამოსული სტივ დეინსი მარტო არ იყო. "ოცნების" ლიდერებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან ერთად შეხვდა და ტრამპის ადმინისტრაციის სათქმელი გადასცა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტით კი სავარაუდოა, რომ ივანიშვილის მიერ ელჩთან ჩაშლილი შეხვედრის გამო პარტიამ საყვედურიც მიიღო. დეინსი "ოცნებას" მოუწოდეს, ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან.
სტივ დეინსი ის სენატორია, რომელმაც წინა კვირას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მარკო რუბიოს კითხვებს უსვამდა და ცენტრალური აზიის საკითხებით ინტერესდებოდა. დღეს გამოქვეყნებული პოსტითაც ჩანს, რომ ის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დიდი გულშემატკივარია და ქვეყნის სატრანზიტო როლს მნიშვნელოვნად აფასებს. რას აკეთებს სანაცვლოდ "ოცნება" ურთიერთობისთვის? მმართველი პარტიის სამომავლოდ დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ მაკა ბოჭორიშვილის კომენტარიდან, ფაქტობრივად, ვერაფერს ვიგებთ.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები რომ იყო, ეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. პრემიერის თქმით, ამ შეხვედრაზე ამერიკელ პოლიტიკოსებს უთხრეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში დაცულია. ნიკა მელიას უკანონოდ დაკავების მეორე დღეს კობახიძე ირწმუნება, რომ სტაბილურობის გარანტი თავადაა, თუმცა საჯაროდ ნათქვამი სიტყვების მიღმა, შეხვედრის ატმოსფერო მარტივად წარმოსადგენია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.