საარჩევნო მოსყიდვა გურიაში - მოსახლეობის ხმებს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ყიდულობენ

02.10.21 12:09
საარჩევნო მოსყიდვა გურიაში - მოსახლეობის ხმებს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ყიდულობენ

ამომრჩევლის მოსყიდვა ოზურგეთში - მოსახლეობის ხმებს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ყიდულობენ. ,,ტვ პირველმა" გადაიღო ავტომობილი, რომელში მსხდომი პირები ხმების სანაცვლოდ ფულს არიგებდნენ. 

ავტომობილში მსხდომი პირები გადამღებ ჯგუფთან ფაქტს უარყოფენ.

თქვენ ნორმალურები ხართ? ! მანქანა მყავს გაფუჭებული და გაჩერებული ვარ!, - ამბობს მოქალაქე. 

ადგილზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატეობის კანდიდატი, ლელა საჯაია, იმყოფებოდა.  ,,ტვ პირველის" შეკითხვაზე, რას აკეთებდა იმ ავტომობილთან, საიდანაც ფულს არიგებდნენ, საჯაიამ თქვა, რომ იქ ყოფნის უფლებას კანონი არ უკრძალავს.

მსგავსი სიახლეები