უილსონი: თაღლითი თოჯინების მმართველი ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, აშშ-ს კი ბლოკავს
„ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს, - ამის შესახებ "მეგობარი აქტის" ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც უილსონი ამბობს, პრეზიდენტი "ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს".
„არალეგიტიმური „ქართული კოშმარის“ რეჟიმი აშშ-ს მოთხოვნებს უყენებს მაშინაც კი, როდესაც ის მრავალმილიონიანი კონტრაქტებით „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მის ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ანიჭებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს“, - წერს ჯო უილსონი.