სანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსნები პოლიციის დღეს ზეიმობენ - ღონისძიებას ესწრება ვახტანგ გომელაურიც
სანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსნები პოლიციის დღეს ზეიმობენ. ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებში, რეპრესიებში, მოქალაქეების წამებაში, ცემასა და უკანონო დაპატიმრებებში მხილებული ყველა პოლიციელი ერთმანეთს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები თავყრილობას სამინისტროსთან მართავენ. დღეს ვახტანგ გომელაურის ნაცვლად, პოლიციელებს გელა გელაძე მიმართავს.
გელაძე ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის და მიხეილ ყაველაშვილის გვერდით ზის. პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება გადამდგარი მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. ადგილზე იმყოფება ასევე გდდ-ს შეფი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც საჯაროდ დიდი ხანია არ გამოჩენილა. ასევე ღონისძიებას ესწრება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც.
- ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, ბევრი წყაროსგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადადგომას ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძეც აპირებდდნენ.
პოლიციის დღიდამი მიძღვნილ ღონისძიებას ივანიშვილის გუნდის თითქმის მთლიანი შემადგენლობა ესწრება.