ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია - ელოდება თუ არა ლაშა გოგნიაშვილი დაჯილდოებას

31.05.25 11:16
ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია - ელოდება თუ არა ლაშა გოგნიაშვილი დაჯილდოებას

ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია - თბილისის პოლიციის უფროსი, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას პირადად ხელმძღვანელობდა. ლაშა გოგნიაშვილი ცოტა ხნსი წინ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისიძიებაზე გამოჩნდა.

მას კითხვები "პირველების" ჟურნალისტმა დაუსვა და ჰკითხა, ელოდება თუ არა ნიკა მელიას გატაცებისთვის (სწორედ ეს ბრალდება წაუყენა პოლიციას სასმართლოდან მელიამ) დაწინაურებას.

აღნიშნულ კითხვას გოგნიაშვილმა არ უპასუხა, თქვა, მხოლოდ ის, რომ ნიკა მელიას დაკავების შესახებ შსს-ს წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე დეტალურად ისაუბრებენ. 

მე გუშინაც ვუთხარი თქვენს კოლეგას, რომ ჯერ არასწორი კითხვაა გატაცება არის არასწორი. ჩვენ დავაკავეთ ბატონი მელია" - ამტკიცებს "პირველებთან" პოლციიის მაღალჩნოსანი. 

პოლიციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძეც. "პირველებმა" კუპატაძეს ჰკითხა, მისი ქვედანაყოფის წარმომადგენლებიც ხომ არ იღებდნენ მონაწილეობას ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაში, თუმცა კუპატაძემ კითხვებს პასუხის არ გასცა. 

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შეშესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ. 

მსგავსი სიახლეები