ვინ ნახა ვიდეო, რომელსაც მელიას თქმით, მას დაკავების "ფურგონში" უღებდნენ - პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხები
ვინ ნახა ვიდეო, რომელსაც ნიკა მელიას თქმით, მას დაკავების "ფურგონში" უღებდნენ - ეს კითხვა დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულ შსს-ს მაღალჩნოსნებს "პირველებმა" დაუსვა.
- ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე კითხვებს არ პასუხობს და არ ამბობს - მანაც ნახა თუ არა აღნიშნული ვიდეო, რომელზეც ნიკა მელია სასამართლოში საუბრობდა.
პოლიციის მარალჩინიოსანი შალვა ბედოიძე, რომელიც ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იყო, "პირველებს" ეუბნება, რომ ნიკა მელიას ბორკილებდადებული ვიდეოს შესახებ არაფერი იცის.
- "არ ვიცი, არ მინახავს" - ამბობს ბედოიძე.
იდენტური პასუხის აქვს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვალერი თელიასაც - "არვიცი, რაზე მელაპარაკებით".
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.