მარნეულში ამომორჩეველმა ხმა ორჯერ მისცა - TI
მარნეულში ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო" გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქეს, რომელმაც არჩევანი ორჯერ დააფიქსრია, ხმის მიცემის მცდელობა მესამედაც ჰქონდა, თუმცა ის დარღვევაში გამოიჭირეს.
მარნეულის 22-ე საოლქო კიმისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება, რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი, - წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებში.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"