"ქართული ოცნება" ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუტაფორიად გადაიქცა - ბუტიკაშვილი

31.05.25 13:51
"ქართული ოცნება" ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუტაფორიად გადაიქცა - ბუტიკაშვილი

 

 

"ქართული ოცნება" ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუტაფორიად გადაიქცა, - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა. 

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, ივანიშვილის გუნდის დელეგაციისთვის სემინარებსა და ტრენინგებზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესის მანიშნებელია. 

"ოცნებამ" როგორც ევროკავშირთან გააფუჭა ურთიერთობები, ისე აფუჭებს ნატოსთან - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი "პირველებთან". 

"ქართული ოცნება" ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში გადაიქცა ბუტაფორიად. მათ აღარ აქვთ უფლება და საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სემინარებზე, ტრენინგებზე. ეს "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესის მანიშნებელია. დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია არ აქვს, ან ნაკლები ლეგიტიმაცია აქვს. საქართველოსთვის ძალიან ცუდია, რადგან საქართველოს მისწრაფებები ნატოს მიმართ ფერხდება. "ქართულმა ოცნებამ" როგორც ევროკავშირთან გააფუჭა ურთიერთობები, ისე აფუჭებს ნატოსთან". - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

ცნობისთვის, 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.

  • ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან  მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე, ჩავიდნენ.

ამასთან, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს "ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა. იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან".

მსგავსი სიახლეები