"ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია" - სალომე ზურაბიშვილი ხმის მისაცემად მივიდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხმის მისაცემად მივიდა. ზურაბიშვილმა ხმა თბილისში, კრწანისის ოლქში მესამე უბანზე მისცა, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს.
ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ვინც ხვალ ადგილობრივ პრობლემებს გადაუწყვეტს. ამავე დროს ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია, ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას", - თქვა ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
14.08.26 19:26
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"