"ქართული ოცნების" FARA ამოქმედდა - როგორ იმართლებენ თავს ოლიგარქის გუნდში

31.05.25 15:18
"ქართული ოცნების" FARA ამოქმედდა - როგორ იმართლებენ თავს ოლიგარქის გუნდში

"ქართული ოცნების" FARA ამოქმედდა - ოლიგარქის გუნდში ამტკიცებენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კანონს რეპრესიულს უწოდებენ, მართულები არიან. 

მამუკა მდინარაძე დღეს კამერებთან იმასაც ამტკიცებდა, რომ გასულ წელს ჩატარებული საპროტესტო აქციები, სახელწოდებით - "არა რუსულ კანონს", საუკუნის 2-წლიანი აფიორაა, რომელიც ათობით მილიონი დოლარით დაფინანსდა.

საუკუნის ორ-წლიანი აფიორა იყო გარე დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით - "არა რუსულ კანონს". გახსოვთ, როგორ აძახებინეს ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ფრაზა დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას და გარე დაფინანსების, უკაცრავად გამოთქმისთვის, "გაპრავებას". ეს ყველაფერი "არ გაპრავდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ძალაში დღეს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება. 

ვინ ჩაითვლება აგენტად?

  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”. 

მსგავსი სიახლეები