მელიამ თავი დააჭერინა - მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ნიკა მელიამ პოლციიას თავი თავად დააჭერინა - "ოცნების" მაღალჩინოსნის მტკიცებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი "ქალაქში დასეირნობდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს".
"მდაბიო პიარ კამპანია აწარმოვა და თავი დააჭერინა, გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“ - ამბობს მდინარაძე.
- ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.
წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ესე იგი, კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო. აქ, ახლო-მახლო რომ არის ე.წ. ალამუთის ციხე, როგორც თავად მათ შეარქვეს, უკვე ყოფილი „ნაცების ოფისი“, მაშინდელი სცენარის არ იყოს, აპირებდა, რომ გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა, დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანონ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერს. მარტივი ამბავია, მდაბიო პიარ კამპანია აწარმოვა და თავი დააჭერინა, გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.