ბრაჟე: "ოცნების" ფარა დემოკრატიულ საზოგადოებაში გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს

31.05.25 15:49
ბრაჟე: "ოცნების" ფარა დემოკრატიულ საზოგადოებაში გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს

"ოცნებამ" ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა, - ასე აფასებს ერთპარტიულ პარლამენტში მიღებული FARA-ს კანონის ამოქმედებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს.

საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს“, - წერს ბაიბა ბრაჟე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ძალაში დღეს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება. 

ვინ ჩაითვლება აგენტად?

  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
  • როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”. 

 

მსგავსი სიახლეები