ექსკლუზივი: ბაჩიაშვილის გზა აბუ-დაბიდან რუსთავის ციხემდე - როგორ გაიტაცეს ბიზნესმენი?

31.05.25 21:14
ექსკლუზივი: ბაჩიაშვილის გზა აბუ-დაბიდან რუსთავის ციხემდე - როგორ გაიტაცეს ბიზნესმენი?

ბაჩიაშვილის გზა აბუ-დაბიდან რუსთავის ციხემდე - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი  Jumeirah Beach Hotel-ის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროდან გაიტაცეს. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, 24 მაისს, დილით გიორგი ბაჩიაშვილის აბუ-დაბიში დაქირავებული პირადი ადვოკატი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრა დღის მეორე ნახევარში, 18:00 საათზე სასტუმრო „ Jumeirah Beach Hotel"-ში გაიმართა. 

ბაჩიაშვილის მისვლიდან 40 წუთში „შაბათის ეთერის", ინფორმაციით, სასტუმროში მოულოდნელად, 8 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მივიდა. თავი პოლიციელებად წარუდგინეს და გადამოწმების მიზნით გაყოლა სთხოვეს. ბიზნესმენიც მოთხოვნას დათანხმდა.

  • "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა ჯგუფმა ბაჩიაშვილი სასტუმროს მისაღებიდან პირდაპირ ავტომრბოლში ჩასვა და მალევე  აბუ-დაბის,  ერთ ერთ განყოფილებაში მიიყვანეს. დოკუმენტები მოსთხოვეს, მაგრამ გიორგი ბაჩიაშვილის პასპორტი თან არ ჰქონდ, ამიტომ მას ოჯახთან დარეკვის უფლება აძლევენ - ბაჩიაშვილის პასპორტი მიტანას ითხოვს, უთხრეს, რომ ეს ფორმალური პროცედურა იყო  და პიროვნების გადამოწმების შემდეგ გაუშვებდნენ. 
  • დაპირება ტყუილი აღმოჩნდა - 24 მაისის ღამეც და შემდეგი მთელი დღეც "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბიზნესმენმა აბუ-დაბის წინასწარი მოთავსების იზოლატორში სამარტოო საკანში ისე გაატარა, რომ მასთან არცერთი დამკავებელი პოლიციელი აღარ შესულა. იზოლატორში არ უშვებდნენ არც მის ადვოკატს, შეზღუდული ჰქონდა ოჯახი წევრებთან კომუნიკაციის უფლებაც.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, 26 მაისს დილით ბაჩიაშვილი უკვე ათამდე სპეც ეკიპირებაში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანის პირისპირ აღმოჩნდა, ბიზნესმენი იგივე შენობის ზედა სართულზე აიყვანეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ე.წ კაფსულა მანქანით წაიყვანეს. (ეს სპეციალური ავტომობილია, საიდანაც გარე სივრცე არ ჩანს, დახშულია ხმაც ანუ ვერც ხედავ და ვერც ხმებით აღიქვამ სად ხარ და სად გადაყავხართ). 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ე.წ. კაფსულა ავტორბოლით გიორგი ბაჩიაშვილმა დაახლოებით 30 წუთი იმგზავრა, როდესაც, თვალებახვეულ ბაჩიაშვილს სპეც ეკიპირება მოხსნეს, ის უკვე ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავში, სავარაუდოდ სუს-ის დანაყოფის პირისპირ აღმოჩნდა. 

"შაბათის ეთერმა",  26 მაისის ფრენების რადარის ჩანაწერები გაშიფრა

  • ამ დღეს ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავმა, Airzena Bombardier CRJ-200 - მა ფრენა თბილისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ნამდვილად შეასრულა.  ბორტი სერიული ნომრით 4L-TGB თბილისი საერთაშორისო  აეროპორტიდან შუადღით, 13 საათსა და 54 წუთზე აფრინდა და გეზი სამხრეთისკენ აიღო.

ირანის საჰაერო სივრცეში სპეციალური რეისი სანავიგაციო სისტემას თიშავს, რომ არ გამოჩნდეს, სად მიფრინავს. "ფლაი რადარის" მონაცემებით, "აირზენამ" ჩარტერული რეისის შესრულების დროს განაცხადში მიუთითა, რომ ფრენას თბილისი დუბაის მიმართულებით ასრულებს. სპარსეთის ყურის თავზე, აირზენას თვითმფრინავის გათიშული სანავიგაციო სისტემაში ირთვება, მაგრამ რამდენიმე წუთით, როგორც კი თვითმფრინავი დუბაის აეროპორტს უახლოვდება, სანავიგაციო სისტემას ისევ თიშავს, რომ შეუძლებელი იყოს იმის გაგება, რომელ აეროპორტში დაფრინდა.

"შაბათის ეთერმა" გაშიფრა, არა მხოლოდ "ფლაი რადარის" ჩანაწერები, უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელი "აირ ნავის" მონაცემთა ბაზაა. გათიშული სანავიგაციო სისტემის მიუხედავდა "აირ ნავი" სპეციალურ რეისს თბილისიდან, აბუ-დაბის აეროპორტთან აფიქსირებს. სპეციალისტებისთვის ამით ყველაფერი ცხადი ხდება. ბაჩიაშვილის  გატაცების სპეცოპერაციის დროს, რეისი ისე დაფრინავდა, რომ არ გამოჩენილიყო ზუსტი ლოკაცია, სად დაფრინდა არაბთან გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. 

  • აბუ-დაბის აეროპორტში თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთს ჩერდება, ბორტზე აყვათ გიორგი ბაჩიაშვილი და უკან ბრუნდება. თვითმფრინავში ბაჩიაშვილის, თვალსახვევს ხსნიან, ამ დროს ის აერო ხომალდში შაბათის ეთერის ინფორმაციით 4 ადამიანს ხედავს. 

ვინ დახვდა კომპანია "აირზენას" ბორტზე და ვის გადააბარეს გატაცებული ბიზნესმენი, ამაზე ბაჩიაშვილს ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საიდუმლო ჯგუფის წევრებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - არც ერთ არც ნიღაბი ეკათა და ბაჩიაშვილი ყველას ხედავდა. 

ბაჩიაშვილის გზა აბუ-დაბიდან რუსთავის ციხემდე - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები