რეჟიმმა "ხარებას" მოადგილის, სანქცირებული მილერი ლაგაზაურის შვილს ღირსების მედალი მისცა
ვინ დააჯილდოვა რეჟიმმა პოლიციის დღეს - რეჟიმის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა ანზორ ხმიადაშვილს. ეს უკანასკნელი დარბევების მეთაურია, როგორც გდდ-დან "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, ხმიადაშვილი ე.წ. მორბენალების ერთ-ერთი მეთაურია.

ღირსების მედალი მისცეს დარბევების მონაწილე, "ხარებას" მოადგილის, სანქცირებული მილერი ლაგაზაურის შვილს, ალუდა ლაგაზაურს.

ზურაბ წიკლაური რომელიც დარბევების დროს მართავდა წყლის ჭავლის მანქანებს, დააჯილდოვეს მედლით მამაცობისთვის.

ფარბევების დროს წიკლაურის მსგავსად, წყლის ჭავლის მანქანებს მართავდა დავით ცოპურაშვილი - მას მედალი "მამაცობისთვის" მისცეს.
