"ხარებას" პირველი კომენტარი: "უკან ვინც გადავა, გაჩვენებთ"

31.05.25 20:43
"ხარებას" პირველი კომენტარი: "უკან ვინც გადავა, გაჩვენებთ"

 

 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" არ პასუხობს კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცველთან, გელა გელაძესთან

"შაბათის ეთერმა" სანქცირებულ "ხარებას კითხვები დღეს დაუსვა. 

"ძალიან კარგად ვარ, ძალიან გაინტერესებთ ჩემი წასვლის ამბავი?!"- უთხრა ჟურნალისტს გდდ-ის შეფმა როცა მას პოსტიდან შესაძლო გაშვების შესახებ კითხეს. 

"ხარებას" ნატა ქაჯაიამ კითხა, იყო თუ არა რაიმე ფორმით ჩართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას გადატების სპეცოპერაციაში. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ გადაიყვანეს ის უკანა რიგებში, მას შემდეგ, რაც პოლიტი ვახტანგ გომელაურმა დატოვა. 

"უკან ვინც გადავა, გაჩვენებთ" - ამბობს ხარაზიშვილი აღნიშნული კითხვის საპასუხოდ. 

 

ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ თანამდებობიდან უშვებენ, ვახტანგ გომელაურის გადადგომისთანავე გავრცელდა. 

წყარო ძალოვანებიდან ამბობს, რომ "ხარებას" ბედი ჰაერში კიდია.  

მსგავსი სიახლეები