რეჟიმი ძალადობას ახალისებს - დარბეული მომიტინგე პოლიციელების დაჯილდოებაზე

01.06.25 11:20
რეჟიმი ძალადობას ახალისებს - დარბეული მომიტინგე პოლიციელების დაჯილდოებაზე

რეჟიმის მიერ იმ პოლიციელების დაჯილდოებამ, რომლებიც მომიტინგეებს მშვიდობიან აქციებზე სასტიკად არბევდნენ, მოქალაქეები ძალადობის წახალისებად აფასებენ. აქციის დარბეული მონაწილე ამბობს, რომ "ოცნება" აბსურდული ჯილდოებით აჯილდოვებს პოლიციელებს, რომლებიც არავის ინდობენ. 

ჩვენ ვხედავთ, იმ ადაიანებს აჯილდოებენ, ვინც საქართველოს მოქალაქეებს არ ინდობენ, არ ინდობენ ჯარისკაცებს. მე, მაგალითად, ჯარისკაცი გახდლით. ის ადამიანები, ვინც ჯარისკაცებს არ სცემენ პატივს, ბავშვებს არ სცემენ პატივს, ჯილდოვდებიან აბსურდული ჯილდოებით. რეჟიმის მხრიდან არის წახალისება იმ პოლიციელების, ვინც მოძალადე იქნება, ვინც დაიცავს მხოლოდ და მხოლოდ მათ ინტერესებს და არა ქვეყნის ინტერესებს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

 

"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებისთვის" პრიორიტეტულია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დამრბევი პირები მათი ერთგულნი დარჩნენ. 

ოპოზიციის წევრის თქმით, ძალიან მალე, როდესაც "ოცნება" ხეისუფლებიდან წავა, ქვეყანას ნამდვილი პოლიცია ეყოლება.  

ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმისთვის მთავარი არის მხოლოდ ის, რომ ადამიანები იყვნენ მათი ერთგულები, ის ადამიანები, ვინც არბევდნენ მოქალაქეებს, მომიტინგეებს, ვინც ადამიანის უფლებებს სასტიკად არღვევდნენ. ძალიან მალე, "ქართული ოცნების" წასვლასთან ერთად, საქართველო დაიბრუნებს თავის პოლიციას, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა მოძალადე პოლიციელების გამოვლენის და დასჯის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, არცერთი დანაშაულის ფაქტი არ გამოუძიებია.

ამის ნაცვლად, რეჟიმის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა ანზორ ხმიადაშვილს. ეს უკანასკნელი დარბევების მეთაურია, როგორც გდდ-დან "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, ხმიადაშვილი ე.წ. მორბენალების ერთ-ერთი მეთაურია. ღირსების მედალი მისცეს დარბევების მონაწილე, "ხარებას" მოადგილის, სანქცირებული მილერი ლაგაზაურის შვილს, ალუდა ლაგაზაურს. ზურაბ წიკლაური რომელიც დარბევების დროს მართავდა წყლის ჭავლის მანქანებს, დააჯილდოვეს მედლით მამაცობისთვის. დარბევების დროს წიკლაურის მსგავსად,  წყლის ჭავლის მანქანებს მართავდა დავით ცოპურაშვილი - მას მედალი "მამაცობისთვის" მისცეს. 

მსგავსი სიახლეები