ე.წ. აგენტების კანონს, რომელიც უკვე ამოქმედდა, მესამე სექტორი ბოიკოტს უცხადებს - რა საფრთხეებზე საუბრობენ
ვინ აღმოჩნდება რაჟდენ კუპრაშვილის პირველი სამიზნე? ხალხის დახმარების შემზღუდავ კანონს, რომელიც უკვე ამოქმედდა, არასამთვრობოები ბოიკოტს უცხადებენ. საქმე ეხება კანონს, რომელიც "ოცნების" მტკიცებით, "ფარას" ანალოგია.
ანტიკორუფციულ ბიუროს უკვე შეუძლია, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი თავის აგენტად გამოცხადებაზე უარს იტყვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ რეჟიმი აღნიშნულ კანონს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს.
ანტიკორუფციული ბიუროს მუქარა, რასაც ის ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებასთან მიმართებით აჟღერებს, რა თქმა უნდა, შეიძლება, შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს და საზოგადოებრივ ორგანიზაციასაც, როგორც იურიდიულ პირს. რაჟდენ კუპრაშვილი გვეუბნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი საქმიანობა გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეიძლება, ახდენდეს გავლენას, მას აქვს რეგისტრაციის ვალდებულება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ძალიან ფართო ინტერპრეტაციაზე და ძალიან ბევრმა არადემოკრატიულმა ქვეყანამ ეს კანონი, ამერიკული "ფარა" გამოიყენა სწორედ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ საბრძოლველად, - ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტურის წარმომადგენელი თათია კონიაშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალოა - საქართველოს" წარმომადგენელი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არ არის მიმართული, რაც რეჟიმის მიერ მიღებული კანონის გათვალისწინებით ასე არ არის.
ამერიკაში "ფარა" არ გამოიყენება ამერიკული სამოქალაქო ორგანიზაციების ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკული მედიის მიმართ. შესაბამისად, ის, ანალოგიურად, არ შეიძლება, იქნეს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ იმ კრიტერიუმებს, რომელიც არის დადგენილი ე.წ. აგენტების კაონში, - ამბობს სანდრო ბარამიძე.
საფრთხეებზე საუბრობს იურისი ნია სიმონიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ კანონს საქართველოში ბევრად დიდი დაფარვა აქვს, ვიდრე ეს ამერიკაშია.
ის ინტერპრეტაცია, რომელსაც აკეთებს ანტიორუფციული ბიურო და რომელიც არანაირად არ ეფუძნება არც ამერიკულ სამართალს და არც ამერიკულ პრაქტიკას, დიახაც, საფრთხეს უქმნის არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, არამედ ბევრად დიდი დაფარვა აქვს და ფიზიკურ პირებამდე მიდის. იმ პირებამდე მისი ეს განმარტებები, რომლებიც, უბრალოდ, უცხოეთიდან გარკვეულ შემოსავალს იღებენ, მათ შორის, კომერციული საქმიანობის ფარგლებში. ბიზნესს უქმნის, რა თქმა უნდა, პრობლემას, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
ე.წ. რუსული კანონის გარდა, ქვეყანაში ამოქმედებულია ე.წ. საბჭოთა "დანოსები". ანუ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, შეუძლიათ დაასმინონ.