"ოცნება" სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიის ინტერესებს აყენებს - ყოფილი საჯარო მოხელეები
საჯარო სამსახურებინდა უსაფუძვლოდ გაშვებული საჯარო მოხელეები "ოცნებას" სახელმწიფო კომპანიებში პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმების გამო აკრიტიკებენ. საქმე შაბათის ეთერის ხმაურიან რეპორტაჟს ეხება, რომლითაც დგინდება, რომ კვალიფიკაციის არქონის მიუხედავად, კომპანიებში ივანიშვილის პარტიის ყოფილი დეპუტატები დაასაქმეს.
ყოფილი საჯარო მოხელე ანა კომლაძე პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიის ინტერესებს აყენებს.
ხდება "ოცნების" ხელისუფლების მიერ საჯარო სტრუქტურის და სახელწიფო სამსახურის პარტიაზე დაქვემდებარების პროცესი. ისინი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, სამწუხაროდ, აყენებენ პარტიულ ინტერესებს. როდესაც მმართველი პარტია ცდილობს, რომ სხვადასხვა ადამიანი, პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანი დაასაქმოს ამა თუ იმ პოზიციაზე, სხვა ადამიანებს უკვე მოჭრილი აქვთ გზა საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის, - ამბობს ანა კომლაძე.
საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის თანათავმჯდომარე გიგა სოფრომაძე იმ პრობემებზე საუბრობს, რომელიც მსგავის "დასაქმების" შემთხვევაში იჩენს ხოლმე თავს.
დამკვიდრებული პრაქტიკა გახდა უკვე, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" სახელმწიფო კომპანიებს, სსიპებს, აიპებს, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, იყენებენ პარტიული დასაქმებისთვის. როდესაც იქ დასაქმება ხდება მხოლოდ პარტიული კეთილგანწყობით და არანაირი სხვა კრიტერიუმით, რომელიც უავშირდება ადამიანის გამოცდილებას, შემხებლობას იმ საკითხთან, ცოდნას და ა.შ., ეს იწვევს კორუფციის ზრდას, იწვევს იმას, რომ უწყებები არიან არაეფეტურნი და უწევთ ძალადობრივი, ყველანაირი მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა, რომელიც მომდინარეოს იმ კითხვებიდან, რაც საზოგადოებას აქვს, - ამბობს საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის თანათავმჯდომარე გიგა სოფრომაძე.
ლუკა კურტანიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ზურაბ ზვიადაური იმ სახელმწიფო კომპანიებში არიან დასაქმებული, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია. შაბათის ეთერმა გააკვია, რომ პარლამენტის ყოფილი წევრები გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, პრაქტიკულად, არ დადიან. ანუ მათ ხელფასებს არაფრის კეთებაში უხდიან. არცერთთს არ აქვს კვალიფიკაცია. ამას ემატება კრიმინალური წარსული და სასამართლო დავები.