"ვართ მზადყოფნაში, გამოვიყენოთ იურიდიული დავის მექანიზმები" - თამთა მიქელაძე ე.წ. აგენტების კანონზე
„სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე იმ შეუთავსებლობებზე საუბრობს, რომელიც ამერიკულ "ფარასა" და "ოცნების" მიერ მიღებულ კანონებს შორის არსებობს. მისი თქმით, ახლა ელოდებიან, როგორი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს პრაქტიკა ამ კანონის გამოყენებასთა მიმართებით. მიქელაძე ამბობს, რომ მზად არიან, მედია თუ სამოქალაქო ორგანიზაციები იურიდიული დავის მექანიზმების გამოყენებით დაიცვან.
ამერიკულ პრაქტიკაში არსებითია, რომ ე.წ. აგენტი მოქმედებდეს ე.წ. პრინციპალის ნების ინსტრუქციის კონტროლის შესაბამისად და არ გააჩნდეს საკუთარი ავტონომიური პოზიციები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ სამოქალაქო და საზოგადებრივი ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დამოუკიდებელი საწესდებო მიზნები აქვთ, იდეოლოგიები აქვთ, წლების განმავლობაში მუშაობენ, მათ მრავალი დამფინანსებელი ჰყავთ და არ არიან მიბმული ერთი დაფინანსების წყაროზე, შეუძლებელია, ამ კანონის ქვეშ თავსდებოდნენ, იმიტომ, რომ ისინი ავტონომიური სუბიექტები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ დემოკატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სოციალური კეთილდღეობისთვის და ა.შ. ამიტომაც, ჩვენ, პრაქტიკულად, ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში რა იქნება ის პრაქტიკა, რომელსაც ანტიორუფციული ბიურო დაადგენს და ჩვენ ვართ მზადყოფნაში, რომ გამოვიყენოთ იურიდიული დავის მექანიზმები, ეს იქნება ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე სამოქალაქო ორგანიზაციების თუ მედიაორგანიზაციების დასაცავად, - ამბობს თამთა მიქელაძე.
ქვეყანაში გუშინდელი დღიდან ე.წ აგენტების კანონი ამოქმედდა, რომელიც რეჟიმის მტკიცებით, ამერიკული "ფარას" ანალოგია. "ოცნების" კანონი შეეხება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება.
ე.წ. რუსული კანონის გარდა, ქვეყანაში ამოქმედებულია ე.წ. საბჭოთა "დანოსები". ანუ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, შეუძლიათ, ის დაასმინონ.