ტოტალური კორუფციის და ნეპოტიზმის ბევრი სამხილია, რეჟიმს პასუხისგება მოუწევს - გეგელია
ტოტალური და მასშტაბური კორუფციის და ნეპოტიზმის უამრავი სამხილია, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შაბათის ეთერში გასულ კიდევ ერთ ხმაურიან რეპორტაჟს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყველას, ვინც ახლა მსგავს დანაშაულს სჩადის, პასუხისგება მოუწევს.
ძალიან ბევრი სამხილია ტოტალური და მასშტაბური კორუფციისა, ნეპოტიზმისა, პარტიულ-პოლიტიკური კადრების ლოიალიზმის ნიშნით დანიშვნის და ხალხის ფულის ფლანგვის, დიდძალი, დაუსაბუთებელი ქონებების, რომელსაც ყოველ შაბათს ვნახულობთ მასობრივად, თუნდაც ნოდარ მელაძის გადაცემაში და რომელსაც ყველანი ვხედავთ ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ამ ყველაფერზე თითოეულ მათგანს მოუწევთ კანონის სრული სიმკაცრით პასუხსგება, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ლუკა კურტანიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ზურაბ ზვიადაური იმ სახელმწიფო კომპანიებში არიან დასაქმებული, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია. შაბათის ეთერმა გააკვია, რომ პარლამენტის ყოფილი წევრები გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, პრაქტიკულად, არ დადიან. ანუ მათ ხელფასებს არაფრის კეთებაში უხდიან. არცერთთს არ აქვს კვალიფიკაცია. ამას ემატება კრიმინალური წარსული და სასამართლო დავები.