ქვეყანაში შრომა და კომპეტენცია აღარ ფასობს, ფასობს მხოლოდ ივანიშვილის მორჩილება - სოფო ჯაფარიძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს ყოველდღიურად ლუკმა-პური აქვს საშოვნელი და წამლის თანხა გამოსაზოგი, სახელმწიფო კომპანიებში ყოფილი მეოცნეების დასაქმება, დანაშაულია. ოპოზიციონერის თქმით, ქვეყანაში აღარც შრომა და აღარც კომპეტენცია ფასობს და ფასობს მხოლოდ ივანიშვილის მორჩილება.
დღეს, როდესაც ყოველ დილით დედებს უწევთ იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილები მშვირები ხომ დარჩებიან იმ დღეს, ყოველ დღე, პენსიონერებს უწევთ ტაბლეტების თვლა, რამდენი ტაბლეტი წნევის წამლის შეძენას შეძლებენ, აი, ამ დროს მონურ მორჩილებაში მყოფი სრულიად უმაქნისი ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მოეხმარებიან... ეს არის უდიდესი დანაშაული და ეს არის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აღარ ფასდება ცოდნა, აღარ ფასდება კომპეტენცია და შრომა, ფასდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მონური მორჩლება და ერთგულება, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ლუკა კურტანიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ზურაბ ზვიადაური იმ სახელმწიფო კომპანიებში არიან დასაქმებული, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია. შაბათის ეთერმა გააკვია, რომ პარლამენტის ყოფილი წევრები გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, პრაქტიკულად, არ დადიან. ანუ მათ ხელფასებს არაფრის კეთებაში უხდიან. არცერთთს არ აქვს კვალიფიკაცია. ამას ემატება კრიმინალური წარსული და სასამართლო დავები.