ბათუმში საია-ს დამკვირვებელს თავს დაესხნენ და თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ
ბათუმში საია-ს დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი, ავრცელებს.
საია-ში ამბობენ, რომ ბათუმის N44-ე უბანზე პერიმეტრის დამკვირვებლის, თემურ ირემაძის, მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საია-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
ბათუმში ჩვენს დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!! ისევ გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი და გაურკვეველი ადამიანების მობილიზება. ამის გადაღებისას კი თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ ჩვენს დამკვირვებელს და ტელეფონიც წაართვეს",- წერს ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე.