როგორ აღმოჩნდა აბუ დაბიდან რუსთავის ციხეში - გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების სქემა გაშიფრულია

01.06.25 20:35
როგორ აღმოჩნდა აბუ დაბიდან რუსთავის ციხეში - გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების სქემა გაშიფრულია

როგორ აღმოჩნდა გიორგი ბაჩიაშვილი აბუ დაბიდან რუსთავის ციხეში - გაშიფრულია ბანდიტური გატაცების სქემა, რომლითაც ქართულმა სპეცსამსახურებმა ოლიგარქის მილიარდების ყოფილი მმართველი საქართველოში დააბრუნეს. შაბათის გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, გატაცების ოპერაცია 24 მაისს აბუ-დაბის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან დაიწყო. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი 8 კაციანმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჯერ იზოლატორში გადაიყვანა, ორი დღის შემდეგ კი შენობის სახურავიდან თავზე ტომარაჩამოცმული თბილისში ჩამოიყვანეს.

გიორგი ბაჩიაშვილი არცერთი ლეგალური გზით საქართველოში არ დაუბრუნებიათ. ის არც ინტერპოლით იძებნებოდა, არც სავიზო რეჟიმი დაურღვევია, რომ დაედეპორტებინათ და არც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი ექსტრადირება არ მომხდარა. გამოძიებას საქმეში არც დაკავების კადრები ჩაუდია, რაც სუსის ვერსიას გაამყარებდა. ამიტომ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში ოლიგარქის მოთხოვნით და კანონის გვერდის ავლით ჩამოიყვანეს.

გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების სცენარზე ოლიგარქის სპეცსამსახურებს ბევრი არ უფიქრიათ, წლების წინ თბილისის ცენტრიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე გააცოცხლეს. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მისი და გიორგი ბაჩიაშვილის საქმეები წყლის წვეთივით ჰგავს ერთმანეთს და თუ ოლიგარქის პირადი პატიმარი საქმეს სტრასბურგში წაიღებს, გატაცების ფაქტი ბაჩიაშვილის წინააღმდეგაც დადასტურდება. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები