სასჯელის ნაცვლად ღირსების ორდენი - ვის დაუფასდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა

01.06.25 20:25
სასჯელის ნაცვლად ღირსების ორდენი - ვის დაუფასდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა

სასჯელის ნაცვლად ღირსების ორდენი - "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მათ, ვინც სისხლიანი ნოემბერი მოაწყო რუსთაველის გამზირზე. საუბარია იმ სპეცრაზმლებსა და პოლიციელებზე, რომლებიც წყლის ჭავლით უსწორდებოდნენ ევროპული მომავლის მცველებს და ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ ახალგაზდებს. ერთ-ერთი დაჯილდოვებული მორბენალთა რაზმის მეთაური - ანზორ ხმიადაშვილია. მედალოსანთა სიაშია მზია ამაღლობელის საქმის გამყალბებელი პოლიციელი და სანქცირებული ძალოვანი,  მილერი ლაგაზაურის შვილიც.

რა არის ამ ნაბიჯის გზავნილი? ოპოზიცია ამბობს, რომ ოლიგარქს არ აინტერესებს არც ხალხის აზრი და არც სამართალი. ივანიშვილმა დაუსჯელი მოძალადეები დააჯილდოვებინა კაცს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უწოდა.

აქციის მონაწილეები კი, რომლებიც პოლიციელების ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რეჟიმის უსამართლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ "ოცნება" ცდილობს, პოლიციელები ყურმოჭრილ მონებად აქციოს, რადგან სწორედ მათზე დგას დღეს ივანიშვილის რეჟიმი. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები