"ოცნებამ" ე.წ. აგენტების რეესტრი გახსნა - ვის ეხება და რას ითვალისწინებს თუ არ დარეგისტრირდებიან

01.06.25 20:45
"ოცნებამ" ე.წ. აგენტების რეესტრი გახსნა - ვის ეხება და რას ითვალისწინებს თუ არ დარეგისტრირდებიან

"ქართულმა ოცნებამ" აგენტების რეესტრი გახსნა, მაგრამ დარეგისტრირების მსურველი ჯერ არ გამოჩენილა. ქვეყანაში მეორე დღეა ივანიშვილის დეპუტატების მიღებული რეპრესიული კანონი მოქმედებს. მუხლები ბუნდოვანია და ფართო  ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. იურისტები ამბობენ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია, აგენტად გამოაცხადოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს შესაძლოა, იყოს ის ადამიანიც კი, ვისაც ოჯახის წევრი საზღვარგარეთიდან უგზავნის ფულს.

რა ელის იმ ხალხს, ვინც საკუთარი სურვილით აგენტად არ დარეგისტრირდება? ყველაზე მსუბუქი სასჯელი - ჯარიმაა ათი ათასი  ლარის ოდენობით, ყველაზე მძიმე - პატიმრობა - ხუთი წელი.

რეპრესიული კანონი ვრცელდება მედიაზეც და სამოქალაქო სექტორზეც. ივანიშვილის პარტიას უკვე რამდენჯერმე უთხრეს, რომ ის უნდა გააუქმოს, მაგრამ "ოცნება" ჯერ უარზეა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები