“აქტიურად ვიქნებით ჩართულები“-ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ილიაუნის სტუდენტების პროტესტს უერთდებიან

02.06.25 12:01
“აქტიურად ვიქნებით ჩართულები“-ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ილიაუნის სტუდენტების პროტესტს უერთდებიან

სტუდენტების პროტესტი ილიას უნივერსიტეტთან-პროევროპული პარტიების ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ასეთ დროს აუცილებლად იდგებიან იმ სტუდენტების და ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც ქვეყნის უკეთესობისკენ იბრძვიან.

მათი თქმით, “ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური სახელმწიფოები ყოველთვის ზრუნავენ, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, საქართველოში კი, რუსული რეჟიმი, საბჭოთა კავშირის მეთოდებით, სჯის ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.“

ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური სახელმწიფოები ყოველთვის ზრუნავენ, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მაღალი ხარისხი განათლება, მაგრამ დღეს საქართველოში, რუსული რეჟიმი, საბჭოთა კავშირის მეთოდებით, სჯის ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. არალეგიტიმური ხელისუფლების ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ეშინია ამ თაობის, რომელიც გულწრფელად და თავდადებით იბრძვის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ ეშინია რუსულ რეჟიმს ამ თაობის, რადგან სწორედ ეს თაობაა ის ძალა, რომელიც რუსულ ოცნებას დაამარცხებს,- ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ოთო ფარულავა.

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ძირეული ცვლილების მოტანა შეუძლებელია ჩემი თაობის და ახალგაზრდობის აქტიური ჩარევის გარეშე. ვთვლი, რომ სწორედ ისინი იქნებიან მთავარი შემოქმედები ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ამის გამო ორი სტუდენტი გამოკეტეს ციხეში. სტუდენტურ მოძრაობებთან ყოველთვის გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ჩვენი შესაძლებლობები რაც არის, მაქსიმალურად ვეხმარებით, არც ეს იქნება გამონაკლისი და აქტიურად ვიქნებით ჩართულები“,- აცხადებს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე.

თბილისში სტუდენტური პროტესტია-ლიკა ლორთქიფანიძის, თათია აფრიამაშვილის და ლუკა ნაცვლიშვილის მხარდასაჭერად ილიას უნივერსიტეტი იფიცება.

სტუდენტების შეკრებას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტებიდან ორი-თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე პატიმრობაში მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე გაუშვეს, რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს- ის ბათუმში გამართული აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები