"ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ჩამოშლილები არიან - კალაძე
დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დღეს გამართულ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოშლილია, თუმცა ამან ამომრჩეველს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს.
გაგაცნობთ ჩვენს ხედვას და გეგმებს იმის შესახებ თუ რა გაკეთდება თბილისში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორ გალამზდება ჩვენი ქალაქი, როგორ შევიტანთ მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში...დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიერ ოთხი წლის მანძლზე გაკეთებული და შემდეგი ოთხი წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. გვესმის, რომ გუშინდელ მოვლენების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ჩამოშლილები არიან, თუმცა ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. დღეს ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, - განაცხადა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"