საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, - ქვეყანაში არსებულ მძიმე სტატისტიკაზე საგანგებო ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს" წევრმა ქეთი თურაზაშვილმა ისაუბრა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შობადობის შემცირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებაა.
ქეთი თურაზაშვილმა ყურადღება ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ გადინებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ, რომელთა რიცხვიც მეტია, ვიდრე ქვეყნიდან წასული ქართველების.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. ხელისუფლება აცვლად იმისა, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ზურნავდეს, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით და ძალაუფლების შენარჩუნებით არის დაკავებული.
საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. ქვეყანაში არსებული ნიჭი და პოტენციალი შეიძლება, უბრალოდ, გაქრეს, რადგან ყოველღიურად უფრო და უფრო ვცოტავდებით.
გარდაცვალებამ გადააჭარბა დაბადებას. 2014 წელს დაიბადა 60 ათასი ბავშვი, ხოლო ეს რიცხვი 2024 წლისთვის არის მხოლოდ 39 ათასი. 2 ათასი ბავშვით ნაკლები იბადება ყოვეწლიურად.
ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მძიმე სოციალური ფონია. საქართველოშ არ არსებობს მხარდამჭერი პროგრამები მრავალშვილიანი მშობლებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის, მოხუცებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას, გაორმაგდა ემიგრანტთა რაოდენობა. სულ უფრო და უფრო მეტ მცირეწლოვანს ენატრება ემიგრანტი დედები. საქართველოს 117 ათასი მოქალაქე წავიდა საცხოვრებლად საზღვარგარეთ, ხოლო პარალელურად, 124 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს საქართველოს მოქალაქეები.
ჩემთვის, როგორც 3 შვილის დედისთვის, განსაკუთრებულად მტკივნეულია ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან. უნდა ითქვას ისიც, რომ არ არის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემო ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, რადგან არსებობს ძალიან მძიმე სიკვდილიანობის სტატისტიკა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნარკომანია ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ხელმისაწვდომია მკვლელი ნარკოტიკი და ყოვეწლიურად მატულობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები.
ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნის ე.წ. ხელისუფლებამ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მათ კეთილდღეობაზე, ებრძოლოს დანაშაულს, ისინი მუშაობენ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.