“ყოველდღიურად საქართველო კადიროვის ჩეჩნეთს ემსგავსება, სადაც პოლიტიკოსებს დღისით-მზისით იტაცებენ“-ოპოზიცია

02.06.25 13:41
“ყოველდღიურად საქართველო კადიროვის ჩეჩნეთს ემსგავსება, სადაც პოლიტიკოსებს დღისით-მზისით იტაცებენ“-ოპოზიცია

ნიკა მელიას გატაცების საქმე-პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვთ და აცხადებენ, რომ “ყოველდღიურად საქართველო კადიროვის ჩეჩნეთს ემსგავსება.“

მათივე თქმით, სწორედ “რეჟიმის დაკვეთით გაანადგურეს გატაცების სპეცოპერაციის ამსახველი კადრები, რათა საზოგადოებას არ ენახა, როგორ მოხდა ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა“. 

მაგ ადამიანებს ჰქონდათ მწვანე შუქი, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, გაეტაცებინათ ნიკა მელია და ფაქტის ამსახველი კადრი არ უნდა ყოფილიყო არც სოცქსელში და არც მედიაში, საერთოდ ადამიანებს არ უნდა ენახათ, როგორ მოხდაწ მისი გატაცება. აქედან გამომდინარე, „ოცნების“ მოლოდინში, გამოიძების იმედი არის ნულის ტოლი, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისგება, ეს არ არის დანაშაუალი, რომელსაც აქვს ხანდაზმულობის ვადა და თითოეულ მათგანს, სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოუწვე პასუხისგება,- აცხადებს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი.

“ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე ფაზაში, რომლის ბოლოც არის კადიროვის ჩეჩნეთი“, - ამბობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მიიჩნევს, რომ “ერთადერთი გამოსავალი თავისუფლების გადასარჩენად, ყოველდღიური ბრძოლაა.“

„ოცნებისთვის“ საქართველო დღითიდღე ემსგავსება კადიროვის ჩეჩნეთს, არა რაიმე სხვა ტიპის ავტოკრატიას, არამედ ცალსახად კადიროვის ჩეჩნეთს, სადაც პოლიტიკოსებს დღისით-მზისით იტაცებენ, შემდეგ ბანდიტურად, როგორც ეს შეეფერება ორგანიზებულ დაჯგუფებებეს, კვალის გაქრობის მიზნით, კამერებს ამტვრევენ და ცდილობენ, გააქრონ მტკიცებულებები. ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე ფაზაში, რომლის ბოლოც არის კადიროვის ჩეჩნეთი, ამიტომ, უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღე, ჩვენი თავისუფლების გადასარჩენად,- ამბობს  თაზო დათუნაშვილი.

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ. 

მსგავსი სიახლეები