ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ბრალდებას სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებას სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
შსს-მ მელიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
პოლიტიკოსი ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა.
მისი თქმით, ნიკა მელიას “ეს ახალი ბრალდებები ღიმილად არ ჰყოფნის“.
მოსალოდნელი იყო,თუმცაღა, ჩვენ ოფიციალურად ჯერ არავინ დაგვკავშირებია, აღნიშნული საქმესთან დაკავშირებით. დაველოდებით მოვლენებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რა ბრალდებას მოუგონებენ და წარუდგენენ მელიას, არამედ ის, რეალურად, როგორ ახსნის სახელმწიფო, რატომ ჩაატარა ასეთი უკანონო გატაცების ოპერაცია. თბილისის მერის განცხადება, ვითომ დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და გამოიძახეს პოლიციაო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკასთან მიმართებით იყო წინასწარ დაგეგმილი დაკავება-გატაცების ოპერაცია, ლისის ტბის ტერიტორიაზე, ჰოი, საოცრებავ, ათობით პოლიციელი მყისიერად აღმოჩნდა ადგილზე. თუკი ჩვენ ვტყუით და აღნიშნული განცხადებები შეიცავს სიმართლეს და არ არის ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის თვალებში, გაასაჯაროონ მასალები. ნიკას განცხადებით, თითქმის, ყველა მეორე პოლიციელი,ს ამხრე კამერის გარდა, იღებდა მობილური ტელეფონითაც. რატომ არ გვაძლევენ დაცვის მხარეს გატაცებულ ვიდეოფიქსატორებს, ფაქტი ისაა, რომ არავითარ შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ადგილია რ ჰქონია,- ამბობს გიორგი კონდახაშვილი.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.