როგორ და რატომ აღმოჩნდა ათობით პოლიციელი მელიას დაკავების ადგილზე - კალაძის თეორია
როგორ აღმოჩნდა ათობით პოლიციელი ნიკა მელიას დაკავების ადგილზე - დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რა დროსაც შსს-ს თანამშრომლებიიძულებულები გახდნენ, ათობით პოლიციელი გამოეძახებინათ და ასე აეყვანათ ერთი ნიკა მელია.
კალაძე ამბობს, რომ “არ იცის რამდენი ეკიპაჟია საჭირო" ერთი პირის დაკავების დროს.
იმ ძალადობისა და დაუმორჩილებლობის გამო მოუწიათ დაეძახებინათ პოლიციელებისთვის. რა განცხადებაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს არის მოცემულობა და ვიცით, რომ იქ იყო წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა და ამის გამო დააკავეს ნიკა მელია.
მე ნამდვილად ვერ ჩავერევი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში ან კონკრეტული ოპერაციის დაგეგმვაში, რამდენი პოლიციელია საჭირო და რამდენი ეკიპაჟი უნდა იყოს ასეთი პრობლემების დროს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც უნდა ჩავერიო. ჩემზე უკეთესად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ. პოლიციაში გვყავს პროფესიონალი კადრები,- განაცხადა კალაძემ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.