"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა: ბაჩიაშვილი მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული

02.06.25 15:18
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა: ბაჩიაშვილი მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი ბაჩიაშვილი მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველის ადვოკატი ავრცელებს. 

ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ოფიციალურად მისი დაცვის ქვეშ მყოფის გლდანის ციხეშის გადაყვანის მიზეზი ლოჯისტიკას უკავშირდება.

როგორც ადვოკატს პენიტენციურ სამსახურში განუმარტეს, გლდანის ციხიდან საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის მიყვანა უფრო მარტივია, ვიდრეს ეს რუსთავის ციხიდან არის შესაძლებელი.

გიორგი გადმოიყვანეს შაბათს საღამოს. მიზეზი გახლავთ ის, რომ მოგეხსენებათ, ის არის მსჯავრდებული და იმავდროულად, ბრალდებულიც გახლავთ და სასამართლო პროცესები იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, შესაბამისად, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკურად, გაცილებით მარტივია, ვიდრე ქალაქ რუსთავიდან. 

დეტალურად გამოვკითხე და ამ ეტაპზე მას პენიტენციური დაწესებულებიდან არცერთი თანამშრომლის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, - ამბობს ლევან მახარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსთავის ციხეში მისვლისას  ადვოკატს გიორგი ბაჩიაშვილი ადგილზე არ დახვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დაცის ქვეშ მყოფი გლდანის მე- 8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები