მოქალაქე: "ოლე, ოლა..." / მათიკაშვილი: "წადი, მომწყდი აქედან" (ვიდეო)

02.06.25 17:28
მოქალაქე: "ოლე, ოლა..." / მათიკაშვილი: "წადი, მომწყდი აქედან" (ვიდეო)

 

 

"წადი რუსეთში!" - ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელს, დავით მათიკაშვილს დღეს მოქალაქისგან შეფასების მოსმენა მოუხდა. 

აქტივისტი ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ რაც რეჟიმის წარმომადგენელს შეასენა, რომ რუსეთს ემსახურება, მას აედევნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს. 

მისივე ინფორმაციით, მისკენ მათიკაშვილის ავტომობილის მძღოლი ხელით გაიწია, "ოცნების" წევრი კი აგინებდა. 

ამ ვიდეოს მერე ამეკიდნენ მანქანით და შეურაწყოფა მომაყენეს, რაზეც მტყუნის დედა მოვიკითხე, ამაზე მანქანიდან საჩხუბრად გადმოხტა მძღოლი, ეგონა გავიქცეოდი თუ რა იყო არ ვიცი. მაგისკენ რომ გავეშურე ისევ ჩახტა მანქანაში. მათიკაშვილი დამფრთხალი მაგინებდა მანქანიდან, ამიტომაც ვიქტორ ჯაფარიძეზე უარეს დღეში ჩავყარე და გაიქცნენ.
რუსებისადმი და ქოცებისადმი მიმღებლობა, ან შეგუება არასოდეს არ გვექნება ქართველებს"-  წერს აქტივისტი. 

ვიდეოში კი სამხარაძე მათიკაშვილს ცნობილ სიმღერას "ოლე, ოლა..."-ს უმღერის. 

"წადი, მომწყდი აქიდან"- ეუბნება "ოცნების" წარმომადგენელი სამოქალაქო აქტივისტს.  

მსგავსი სიახლეები