"ფორმულა": "ოცნება" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გვიჩივის
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ტელეკომპანია "ფორმულას" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის - "ფორმულას" ცნობით, ივანიშვილის გუნდის წევრი არხს "მაუწყებლობის შესახებ კანონის" ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება.
საჩივარში, რომელიც ტელევიზიამ დღეს მიიღო, მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.
საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები", - წერია დოკუმენტში.
- "ქართული ოცნება" "ფორმულას" ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.