ამომრჩევლის ნების კონტროლი - ყიზილაჯლოში, საარჩევნო უბანზე უცხო პირი კაბინაში ამომრჩეველთან ერთად შევიდა

02.10.21 13:39
ამომრჩევლის ნების კონტროლი - ყიზილაჯლოში, საარჩევნო უბანზე უცხო პირი კაბინაში ამომრჩეველთან ერთად შევიდა

ამომრჩევლის ნებაზე ზდემოქმედება - სოფელ ყიზილაჯლოში, N 48 საარჩევნო უბანზე უცხო პირი კაბინაში ამომრჩეველთან ერთად შევიდა და მისი ნება გააკონტროლა. "პირველებმა" ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა გადაიღო. ადგილზე მყოფმა კომისიის წევრებმა ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.

ეგ ალბათ შემდგომი ამომრჩეველია. როგორ არის , იცით? შემდეგ ამომრჩეველს უფლება აქვს დაეხმაროს. შეიძლება ნათესავი იყო, - ამბობს დამკვირვებელი.

ამავე საარჩევნიო უბანზე დღის პირველ ნახევარში სხვა დარღვევებიც იქნა აღმოჩენილი. საარჩევნო კაბინები კედელთან მიდგმული არ იყო, რამაც  არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ეჭვი გააჩინა. 

მსგავსი სიახლეები