ჭყონია: როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გყავს, ოპოზიციონერი ლიდერები ტყვეობაში არიან, რომელ თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი?

02.06.25 22:21
ჭყონია: როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გყავს, ოპოზიციონერი ლიდერები ტყვეობაში არიან, რომელ თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი?

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ივა ჭყონიას თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას უამრავი პოლიტპატიმარი ჰყავს და ოპოზიციონერი ლიდერები ტყვეობაში არიან, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი სირცხვილია. 

"დღეს ამ თამაშში შესვლა პირდაპირი მნიშვნელობით "გაპრავებაა" "ოცნებისთვის", რომ ადგილობრივი არჩევნები მიითვისონ" - ამბობს ივა ჭყონია "ტვ პირველის" ეთერში.

როდესაც შენ ამდენი პოლიტპატიმარი გყავს, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ტყვეობაში არიან, მელია, ჯაფარიძე ავიღოთ და გვარამიასაც სისულელის გამო დაიჭერენ, ამ დროს რა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ? სამარცხვინოა საერთოდ ამაზე საუბარი. ვინც წინა არჩევნები ჩაატარა, იმ ადამიანების ხელში როგორ შეიძლება, რომ გავიდეთ. რომელი ქალაქი უნდა მოუგო? ზუსტად ისევე და უკეთესადაც "გაიპრავებენ". 55-ს კი არ დაიწერენ ახლა, 75 პროცენტს დაიწერენ. დღეს ამ თამაშში შესვლა პირდაპირი მნიშვნელობით "გაპრავებაა" "ოცნებისთვის", რომ თვითმმართველობის არჩევნები მიითვისონ". - განაცხადა ივა ჭყონიამ. 

მსგავსი სიახლეები