საქართველოში არჩევნები სააკაშვილის დაკავების ფონზე მიმდინარეობს - DW
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები სააკაშვილის დაკავების ფონზე დაიწყო - ამის შესახებ DW წერს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს ქალაქის 64 მერი და საკრებულოს 2 ათასზე მეტი წევრი.
ქართული ოპოზიცია ამ არჩევნებს განიხილავს, როგორც რეფერენდუმს, რომელიც უნდა იქცეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზეზად, თუ მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება" ვერ აიღებს ხმების 43%-ს. სწორედ ეს მოთხოვნა შევიდა შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით დაიდო.
ბოლო გამოკითხვის თანახმად ,,ქართული ოცნების" რეიტინი 36%-ია. იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი არჩევნები გამოიწვევს პროტესტის დიდ ტალღას, თუ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ,,ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს - აღნიშნულია სტატიაში.
ფოტო DW.