ნიკა მელიამ წყლის შესხმით გამოხატა პროტესტი "უსამართლო სასამართლოს" მიმართ - ადვოკატი
ახალი ბრალი ნიკა მელიას - ამ წუთებში, კოალიცია "ცვლილების" დაკავებულ ლიდერთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ადვოკატი ბექა კვინიკაძეა შესული.
- შსს-მ მელიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
მელიას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია. ადვოკატის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არც მათთვის მოუწოდებიათ.
ბექა კვინიკაძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ წყლის შესხმით გამოხატა პროტესტი "უსამართლო სასამართლოს" მიმართ და მას ამის გარდა სხვა განზრახვა არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დაიწყო გამოძიება ასევე ე.წ. მოსამართლეზე წყლის შესხმის ფაქტთან დაკავშირებით. უსამართლო სასამართლო როდესაც არსებობს საქართველოში, ნიკა მელიას მხრიდან ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა და არანაირი სხვა განზრახვული ქმედება. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით არის გამოძიება დაწყებული, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალს, შსს როდესაც გადაწყვეტს ბრალის წარდგენას, ალბათ ისინი შეგვატყობინებენ. ჯერჯერობით ბრალის წარდგენასტან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გვაქვს", - ამბობს ადვოკატი ბექა კვინიკაძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებას სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.