ღიმილით შეხვდა - ნიკა მელიას რეაქცია ახალ ბრალზე
ნიკა მელია ახალ ბრალს ღიმილით შეხვდა - ამის შესახებ "პირველებს" რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებიდან გამოსულმა ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ უთხრა.
- შსს-მ მელიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
მელიას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენია. უფლებადამცველის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არც მათთვის მოუწოდებიათ.
ოპოზიციონერ ლიდერს ციხეში ჯერ არც ბარათი აქვს და არც ტელევიზორი, ამიტომაც ადვოკატის თქმით, ის ჯერჯერობით ინფორმაციულ ვაკუუმშია.
მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა და სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი მას და ამიტომ დიდხანს არც გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის უცნობია, როდის გადაწყვეტენ ისინი ბრალის წარდგენას. შესაძლოა, პირობითად დასჭირდეთ რამდენიმე დღე გამოსაძიებლად. მოკლედ, როცა გადაწყვეტს შსს ბრალის საკითხს, ისინი არ შემოვლენ და ჩვენ, ადვოკატებს არ შეგვატყობინებენ. ასეთ შემთხვევაში ნიკას აქვს ადვოკატის ნომერი და დაგვიკავშირდება, გაცნობებს და ჩვენ მყისიერად გავჩნდებით აქ. ერთ-ერთი რაც არის, ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, რადგან ამ მომენტისთვის, მას ჯერ ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს და არც სხვადასხვა ნივთების", -ამბობს ადვოკატი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებას სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.